ზელენსკი ჩამოდის და ითხოვს ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისგან, კიდევ მისცეს მას 61 მილიარდი დოლარი და სხვათა შორის, თუ ჯერ შენი საზღვრის დაცვა გინდა, მაშინ „პუტინის თოჯინა“ ხარ - ეს მან [ზელენსკიმ] დღეს თავად თქვა საჯაროდ. ვფიქრობ, რომ ეს სამარცხვინო და გროტესკულია, - ამის შესახებ სენატორმა ჯეიმს დევიდ ვენსმა განაცხადა. სენატორმა სხვადასხვა მედია-პლატფორმაზე, მათ შორის, "ფოქს ნიუსის" ეთერში, ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტის შესახებ .
"ეს ხდება იმ დროს, როდესაც რესპუბლიკელები ნამდვილად აჩვენებენ ერთიანობას და გარკვეულ ძალას, აშშ-ის სამხრეთ საზღვრის მნიშვნელობის თაობაზე. შესაბამისად, ეს არის რესპუბლიკელებზე ზეწოლის მოხდენის მცდელობისთვის გაკეთებული, რომ უარი თქვან საზღვრის თემაზე და მისცენ კიდევ ერთი ჩეკი უკრაინას. მე არ გავაკეთებ ამას და ვფიქრობ რესპუბლიკელებიც არ უნდა წავიდნენ ამაზე. არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, სოციალური დახმარება შეწყვიტონ, ამით კი ჩვენი ბებია-ბაბუები სიღარიბეში ჩააგდონ - რისთვის, იმისთვის, რომ ზელენსკის რომელიმე მინისტრმა უფრო დიდი იახტა იყიდოს? ეს არ მოხდება. Kiss my *ss, ეს არ მოხდება" - განაცხადა ჯეიმს დევიდ ვენსმა.