ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.
დღეს, სანკტ-პეტერბურგში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:00 საათზე, ხიდზე აშკარა დარღვევით შევარდნილმა ავტობუსმა მოაჯირი გაანგრია და მდინარე მოიკაში გადავარდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაღუპულია ექვსი ადამიანი. პრესა აღნიშნავს, რომ ავტობუსში 20-მდე მგზავრი იყო და მათი ნაწილი კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში.
ავტობუსის მძღოლი დაკავებულია. წინასწარი ინფორმაციით, მან საჭე ვერ დაიმორჩილა.