ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
ცნობილი პოლიტიკოსი ნკოსინათი ემანუელ მთეთვა, რომელზედაც ორშაბათიდან ძებნა იყო გამოცხადებული, შესაძლოა, პორტ-მაიოში მდებარე სასტუმრო „ჰაიატის“ 22-ე სართულიდან გადახტა. ორშაბათიდან, როდესაც ნკოსინათი ემანუელ მთეთვას მეუღლემ მისი გაუჩინარების შესახებ განაცხადა და თქვა, რომ „საღამოს მისგან შემაშფოთებელი შეტყობინება მიიღო“, ხელისუფლება ელჩს აქტიურად ეძებდა.
დღეს პოლიციამ მედიას დაუდასტურა, რომ სამხრეთ აფრიკის ელჩის ცხედარი პორტ-მაიოში (მე-17 ოლქი), სასტუმრო „ჰაიატის“ წინ იპოვეს. გადახტა თუ არა 58 წლის დიპლომატი ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს ფანჯრიდან. ამ დროისთვის უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ „მან ნომერი 22-ე სართულზე დაჯავშნა და ნომრის ფანჯარა გატეხეს“, - განაცხადა პროკურატურამ.
ნკოსინათი ემანუელ მთეთვა საფრანგეთში სამხრეთ აფრიკის ელჩი 2024 წლის თებერვლიდან იყო. ის ასევე იკავებდა იუნესკოში სამხრეთ აფრიკის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობას.