ტრაგედია 5 თებერვალს, პარიზიდან 90კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე კომუნა შარლი-სურ-მარნში მოხდა.
ორსართულიან კერძო სახლში ხანძარის შესახებ შეტყობინება მეხანძრეებმა 00:49 საათზე მიიღეს. ენას დეპარტამენტიდან ადგილზე მობილიზებულმა 80-მა მეხანძრემ ხანძრის სრული ჩაქრობა დილისთვის შეძლო. მათ მხოლოდ 40 წლის ასაკის ოჯახის მამის გადარჩენა შეძლეს და იგი მძიმე, მაგრამ სიცოცხლისთვის არასაშიში დამწვრობები გადაიყვანეს შატო-ტიერის საავადმყოფოში.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ტანსაცმლის საშრობი იყო, - აცხადებს პრეფექტურა.
ხანძარი პირველ სართულზე არსებულ თეთრეულის საშრობს გაუჩნდა, გადავიდა ხის იატაკზე და გავრცელდა მთელ სახლში. „პირველი მეხანძრე" მეზობელი იყო. ის ინდივიდუალურად ჩაერია და შეძლო დახმარებოდა მამას, - ამბობს პროკურორი.
პროკურატურის ვერსიით, მამაკაცი მეორე სართულიდან პირველზე ჩავიდა და ხანძრის ჩაქრობას შეეცადა, ოჯახის წევრებს კი უთხრა, რომ სხვენზე ასულიყვნენ. მან ხანძრის ჩაქრობა ვერ შეძლო, შავი კვამლი კი სწრაფად გავრცელდა მთელ სახლში და ხაფანგში მოქცეული რვა ადამიანი კვამლით გაიგუდა.