საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან ელჩი ანა ბოიონი კონსულტაციებისთვის გაიწვია, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
საგარეო უწყების ცნობით, "გადაწყვეტილების მიზეზია ბოლო თვეებში აზერბაიჯანის მხრიდან ცალმხრივი ქმედებების განხორციელება, რომელიც ქვეყნებს შორის ურთიერთობებს აზიანებს".
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საფრანგეთი არაერთხელ დაადანაშაულა სომხეთის მხარდაჭერაში. 2023 წლის დეკემბერში ბაქომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა საფრანგეთის საელჩოს ორი დიპლომატი. ანალოგიურ ზომას მიმართა პარიზმაც.