პარლამენტის ქვედა პალატის შემდეგ, საფრანგეთის სენატმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 327 სენატორმა, წინააღმდეგი კი 16 იყო.
საფრანგეთის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება - "ასეთი დანაშაულები არასდროს უნდა განმეორდეს და არასდროს უნდა დავივიწყოთ."
რეზოლუცია მოუწოდებს საფრანგეთის ხელისუფლებას საჯაროდ დაგმოს გენოციდი, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა.