ტრამპის და პუტინის შეხვედრა ცეცხლის შეწყვეტით უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ  საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო X-ზე წერს.

"დღეს ჩემს ევროპელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობა მივიღე საგარეო საქმეთა საბჭოს რიგგარეშე სხდომაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და ვისწრაფვით სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ. სამიტი, რომელიც ალასკაზე გაიმართება ცეცხლის შეწყვეტით უნდა დასრულდეს, რომელიც პრეზიდენტ ტრამპს სურს და რომელსაც უკრაინა ხუთი თვის წინ დათანხმდა. სწორედ ამის საფუძველზე შეიძლება მოლაპარაკებების დაწყება", - წერს ბარო.