კონსალტინგის და საზოგადოებრივი აზრის კვლევის და სტრატეგილი დაგეგმარების კომპანია Elabe-ს მიერ ტელეარხ BFMTV-ის და გამოცემა La Tribune Dimanche-ის დაკვეთით ეროვნული ასამბლეის დათხოვნიდან ერთი წლის შემდეგ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, ძალთა ბალანსი მნიშვნელოვნადაა შეცვლილი მარინ ლე პენის „ეროვნული ერთობის“ სასარგებლოდ.
შარშან, ივლისში ჩატარებული ვადამდელი არჩევნების შემდეგ, „ახალმა სახალხო ფრონტმა“ (მემარცხენეთა ალიანსი მემარცხენე-ცენტრისტებთან და რადიკალ ცენტრისტებთან) 180 მანდატი მოიპოვა, მეორე ადგილზე კოალიცია „ერთად რესპუბლიკისთვის“ გავიდა 159 მანდატით, მესამე კი მარინ ლე პენის „ეროვნული ერთობა“ და მასთან გაერთიანებული რადიკალი რესპუბლიკელები იყვნენ 143 მანდატით.
გუშინ გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ ეროვნული ასამბლეის კიდევ ერთხელ დათხოვნის და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში „ეროვნული ერთობა“ (დამოუკიდებლად) ამომრჩეველთა ხმების 32,5-33,0%-ს მიიღებდა, „ახალი სახალხო ფრონტი“ (იგივე ალიანსის შენარჩუნების შემთხვევაში) 21%-ს, „ერთად რესპუბლიკისთვის“ 15,5%-ს, „რესპუბლიკელები“ კი 10%-ს.
„ახალი სახალხო ფრონტის“ გაყოფის შემთხვევაში სოციალისტური პარტიის, ევროპა-ეკოლოგია-მწვანეების და საფრანგეთის კომუნისტური პარტიის ალიანსი 16%-ს, ჟან-ლუკ მელანშონის „დაუმორჩილებელი საფრანგეთი"კი 10%-ს. ამასთან, სამთავრობო „ერთად რესპუბლიკისთვის“ ისევ 15,5%-ს მიიღებდა,