„გაზპრომმა“ უკრაინის გავლით ევროპაში გაზის მიწოდება 39 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზარდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„გაზპრომის“ ოფიციალური წარმომადგენლის სერგეი კუპრიანოვის განცხადებით, ევროპაში უკრაინის გავლით გაზის მიწოდება 26 თებერვალს 39 მლნ კუბური მეტრი შეადგინა. ბუნებრივი გაზის გადატუმბვა სადგურ „სუჯას“ გავლით ხორციელდება.
2022 წლის მაისში უკრაინამ უარი თქვა გაზის გადატუმბვაზე სადგურ „სოხრანოვკის“ გავლით, რომელიც კიევის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს. მანამდე აღნიშნული სადგურის გავლით ევროპას რუსული გაზის მესამედი მიეწოდებოდა. 2002 წელს „გაზპრომმა“ უკრაინის გავლით ევროპას ყოველდღიურად 41-42 კუბურ მეტრ გაზს აწვდიდა. 4 იანვარს „გაზპრომმა“ მკვეთრად შეამცირა გაზის მოცულობა აღნიშნული მარშრუტით. გადატუმბვა პირველად 1-ელ თებერვალს გაზარდა. გასული წლის დონემდე კი უკრაინის გავლით გაზის გადატუმბვა „გაზპრომმა“22 თებერვალს გაზარდა.