რუსეთმა პირველი თებერვლის ღამეს დონეცკის ოლქში, კრამატორსკში საცხოვრებელი უბანი დაბომბა. თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის 8 საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაბომბვის შედეგად დაზიანდა 8 საცხოვრებელი კორპუსი, მათგან ერთი მთლიანად განადგურდა.
უკრაინული მხარე ამბობს, რომ საცხოვრებელ სექტორს თავს "ისკანდერ-K" ტიპის რაკეტით დაარტყეს. ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.