23 აგვისტოს, გამთენიისას რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონი დაბომბეს, რის გამოც ხანძარი გაჩნდა საბავშვო ბაღის შენობაში, არიან დაჭრილები. ინფორმაციას ხერსონის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რომან მროჩკო ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ავიადარტყმების შედეგად დაშავდა 6 ადამიანი.
უკრაინული მედიის ცნობით, ბოლო 24 საათში მტერმა ხერსონის რეგიონს ცეცხლი 13-ჯერ გაუხსნა და 78 ჭურვი გამოიყენა. დაზიანებები დაფიქსირდა ხერსონში, სადოვოსა და კამიშანში. ოკუპანტების დაბომბვის შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი, ოთხმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.