ჩერნიგოვზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს
"გუშინ მტერმა 7 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 148 ადამიანმა სამედიცინო დახმარებას მიმართა, დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
დილის 6:20 საათის მონაცემებით, ქალაქ ჩერნიგოვის საავადმყოფოში 41 ადამიანი რჩება. მათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ, 15 ადამიანს ოპერაცია გაუკეთდა", - ამბობს ჩერნიგოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
გუშინ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩერნიგოვის ცენტრი დაბომბეს. უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, ოკუპანტებმა, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს.