რუსეთში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ვადიმ შამარინი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

„22 მაისს სასამართლომ შამარინს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედება“, - წერს რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილისა და შეიარაღებული ძალების კომუნიკაციების მთავარი სამმართველოს უფროსის, გენერალ ვადიმ შამარინის მიმართ წაყენებული ბრალდება 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.