16 თებერვალს ალექსეი ნავალნის ციხეში სიკვდილიდან ერთ წელი გავიდა. ოპოზიციონერის მოსაგონებლად რუსეთის ქალაქებში მოქალაქეები შეიკრიბნენ. რამდენიმე ათასი ადამიანი, მათ შორის დაღუპული პოლიტიკოსის მშობლები, მოსკოვში, ნავალნის საფლავზე შეიკრიბნენ.
ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაცია ОВД-Инфо-ს ინფორმაციით რუსმა სამართალდამცველებმა 26 მომიტინგე დააკავეს. ყველაზე მეტი, 10 ადამიანი დააკავეს ნოვოსიბირსკში, 3-3 ადამიანი - მოსკოვსა და უფაში, 2 მომიტინგე - ვორონეჟში. გარდა ამისა, მომიტინგეები დააკავეს ბელგოროდში, ეკატერინბურგში, ნიჟნი ვოლგოროდში, პერმში, სანქტ-პეტერბურგში, უხტაში, ულიანოვსკსა და ჩელიაბინსკში.
ОВД-Инфо-ს ინფორმაციით უფორმო შსს-ს თანამშრომლებმა სხვა მომიტინგეებს ფოტოები და ვიდეოები გადაუღეს. გარდა ამისა, სამართალდამცველებმა მოშალეს რამდენიმე სტიქიური მემორიალი.
დაკავებული მომიტინგეების უმეტესობა ოქმის გარეშე მალევე გაათავისუფლეს.