მოსკოვის ოლქში უკრაინული უპილოტო აპარატების თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვის ოლქში ოთხ სახლს ცეცხლი გაუჩნდა უკრაინული უპილოტო თვითმფრინავების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად.

რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, რამენის რაიონში განადგურდა 34 უპილოტო საფრენი აპარატი.

„სამ დასახლებაში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ოთხ სახლს ცეცხლი გაუჩნდა და ხუთი ადამიანი დაშავდა”,- აღნიშნულია განცხადებაში.

რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინამ მოსკოვზე შეტევა რეკორდული რაოდენობის უპილოტო აპარატებით სცადა. გავრცელებული ცნობით, „შერემტიევოს“ აეროპორტში დაშვებისას ერთ-ერთ თვითმფრინავს უპილოტო აპარატი მცირედით აცდა.

თარგმანი: პირველი არხი