რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მისმა ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში ქალაქი სოლედარი აიღეს. ეს განცხადება ჯერ დადასტურებული არაა.
სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა ხუთშაბათს საღამოს აიღეს ქალაქი.
"სოლედარის განთავისუფლების მოქმედებების მსვლელობისას, საჰაერო სადესანტო ნაწილებმა სხვა მიმართულებიდან შეასრულეს ფარული მანევრი, წარმატებით შეუტიეს უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს. დაიკავეს დომინანტური სიმაღლეები და გადაკეტეს ქალაქი ჩრდილოეთიდან და სამხრეთის მხრიდან", - აცხადებს დეპარტამენტი.
რუსეთი აცხადებს, რომ ქალაქის აღება "მნიშვნელოვანია დონეცკის რეგიონში წარმატებული შეტევითი ოპერაციების გასაგრძელებლად".
სოლედარის მნიშვნელობა სამხედრო თვალსაზრისით მინიმალურია. თუმცა, მისი დაკავება საშუალებას მისცემს რუსეთის ძალებს და განსაკუთრებით ვაგნერის დაქირავებულ ჯგუფს, ყურადღება გაამახვილონ მახლობლად მდებარე ბახმუტს, რომელიც ზაფხულიდან სამიზნეა.