რუსეთის ფედერაციის მთავრობამ სანქტ-პეტერბურგში რუმინეთის გენერალური საკონსულოს საქმიანობის შეწყვეტის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი დადგენილება უკვე გამოქვეყნებულია და ის დიპლომატიური ურთიერთობების მორიგ დაძაბვას მოასწავებს.
ოფიციალური მოსკოვი აღნიშნულ ნაბიჯს "საპასუხო ზომად" აფასებს, რაც მიმართულია იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის მიმართ არამეგობრულ პოლიტიკას ატარებენ.
დადგენილების თანახმად, რუმინეთის დიპლომატიურმა მისიამ სანქტ-პეტერბურგში საქმიანობა სრულად უნდა შეწყვიტოს.
რუმინეთის მხარეს ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ნაბიჯი ბუქარესტსა და მოსკოვს შორის უკვე არსებულ დაძაბულობას კიდევ უფრო გაამწვავებს.




