რუსეთი გააძლიერებს თავის სამხედრო პოტენციალს დასავლეთისა და ჩდილო-დასავლეთის მიმართულებებით NATO-ში ფინეთის გაწევრიანების საპასუხო ღონისძიებების საპასუხოდ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა. ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია წერს.
ღონისძიებების ნაწილი უკვე გამოქვეყნებულია. გავაძლიერებთ ჩვენს სამხედრო პოტენციალს დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებებით. ფინეთის ტერიტორიაზე ძალებისა და NATO-ს სხვა წევრების საშუალებების განთავსების შემთხვევაში მივიღებთ დამატებით ზომებს რუსეთის სამხედრო უსაფრთხოების საიმედო უზრუნველყოფისათვის“, - განაცხადა გერუშკომ.
3 აპრილს NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ფინეთი ალიანსში ოფიციალურად 4 აპრილიდან გაწევრიანდება.