რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა რუმინულ სატელევიზიო არხ Antena 3 CNN-თან ინტერვიუში რუსულ უპილოტო თვითმფრინავებთან დაკავშირებით ახალი დეტალების შესახებ ისაუბრა.
თავდაცვის მინისტრმა ანხელ ტილვარმა CNN-ის Antena 3-ზე რუმინეთში აღმოჩენილი რუსული უპილოტო თვითმფრინავის ნაშთების აღმოჩენის შესახებ გააკეთა განმარტება.
ანხელ ტილვარის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩამოვარდა რუსული უპილოტო საფრენი აპარატის ნაწილები ტულჩეას ოლქის პლაურუს რაიონში და არის თუ არა ეს კავშირში იმ თავდასხმასთან, რომელზედაც უკრაინის ხელისუფლებამ ისაუბრა.
თავდაცვის მინისტრმა აღიარა, რომ სწორედ მან უთხრა პრეზიდენტ კლაუს იოჰანისს სამშაბათს, რომ ჩვენს ქვეყანაში რუსული უპილოტო თვითმფრინავების ნაშთები არაა ნანახი. მისი თქმით, პრეზიდენტმა მის მიერ მიწოდებული იფორმაციის შემდეგ სწორედ ამის შემდეგ განაცხადა, რომ არც უპილოტი სთვითმფრინავი, არც მისი რაიმე ნაწილი და არც რომელიმე მოწყობილობის ნაწილი რუმინეთში არ ჩამოვარდნილა.
ანხელ ტილვარმა განმარტა, რომ სამშაბათს საღამოს, დაახლოებით საღამოს 6:00 საათზე, რუმინეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა პლაურუს რაიონში ლითონის ნაშთები იპოვეს, რის შემდეგაც ადგილზე დაიწყო გამოძიება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რუმინეთმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც უარყო უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა მტკიცება რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული უპილოტო თვითმფრინავების ჩამოვარდნის შესახებ.