„როიტერის“ ინფორმაციით, უსაფრთხოების გარანტიის სახით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ერთ-ერთ ვარიანტად უკრაინის საჰაერო სივრცის სრულად დახურვას განიხილავს.
გამოცემა წერს, რომ ომის დასრულების შემდეგ, ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლები შეძლებენ უზრუნველყონ ქვეყნის საჰაერო სივრცის საიმედო დაცვა.
როგორც „როიტერი“ იუწყება, აშშ-სა და სხვადასხვა ევროპული ქვეყნების სამხედრო ხელმძღვანელებმა დაასრულეს უკრაინის საკითხზე უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ვარიანტების შემუშავება და ახლა ამ ვარიანტებს თავიანთ ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებს წარუდგენენ.
აშშ-ის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრების შეხვედრები ვაშინგტონში 19-21 აგვისტოს გაიმართა.
თარგმანი: პირველი არხი