ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუტის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციაზე წერს.
"მოხარული ვარ, რომ უკრაინა და მოლდოვა გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების გზაზე არიან. ევროპარლამენტი მიესალმება რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და ბოსნია ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, როგორც კი პირობები დაკმაყოფილდება", - წერს მეცოლა.
დღეს, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გასცა დადებითი რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.