საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს გარკვეული პირობებით მიიღებს, - წერს სოციალურ ქსელში „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი.

"27 ევროკომისრის კაბინეტის ხელმძღვანელები შეიკრიბნენ ევროკავშირის გაფართოების საკითხის განსახილველად. 7 ნოემბერს მოლაპარაკებები გაგრძელდება, მაგრამ მთავარი გზავნილები ნათელია: უკრაინა და მოლდოვა დაელოდებიან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას (სავარაუდოდ 2024 წლის მარტში) და საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს შემდეგ ეტაპზე გადასვლის პირობებით. ”, - წერს იოზვიაკი.

ევროკომისიის რეკომენდაცია 8 ნოემბერს გამოქვეყნდება, საბოლოო გადაწყვეტილებას კი ევროკავშირის ლიდერები მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღებენ.