"რადიოს თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით ხვალ დილით გამოვა.
"სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ხვალ დილით მიმართავს", - წერს რიკარდ იოზვიაკი.
Salome Zourabichvili🇬🇪 will address the 🇪🇺European Parliament tomorrow morning
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) December 17, 2024
სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციას ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯეობით კომენტარი, ან რაიმე ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.