სამხრეთ კორეის მთავრობამ პოლონეთისთვის საექსპორტო ლიცენზიები დაამტკიცა, რათა ვარშავამ უკრაინაში კორეული კომპონენტებისგან წარმოებული Krab-ის ჰაუბიცების გაგზავნა შეძლოს. ამის შესახებ Reuters თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სეული უკრაინისთვის იარაღის ირიბად მიწოდებას დათანხმდა. მანამდე სამხრეთკორეელი მაღალჩინოსნები უარს აპობდნენ ამ საკითხზე კომენტარი გაკეთებაზე.
საერთაშორისო თანამშრომლობის ბიუროს ევროპა-აზიის განყოფილების დირექტორის, კიმ იონგ-ჩეიოლის თქმით, თავდაცვის შესყიდვის პროგრამის ადმინისტრაციის (DAPA) ტექნოლოგიური კონტროლის ბიურომ გადახედა და განიხილა ყველა დოკუმენტი. „შედეგად, პოლონეთში ექსპორტის ლიცენზიის გაცემის გადაწყვეტილება მივიღეთ", - განაცხადა კიმ იონგ-ჩეიოლიმ.