ირანი რუსეთს ასობით ბალისტიკურ რაკეტას გადასცემს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ევროპული დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, Fath-360-ისა დ Abibal-ის ტიპის ბალისტიკური სარაკეტო სისტემების მიწოდების შესახებ რუსეთის წარმომადგენლები თეირანს 2023 წლის დეკემბერში შეუთანხმდნენ.

Fath-360-ის სისტემა 120 კმ მანძილზე მოქმედ რაკეტებს უშვებს.

ევროპული დაზვერვის წყაროების განცხადებით, ათობით რუსი სამხედრო მოსამსახურე ირანში ბალისტიკური რაკეტების სისტემების გამოყენებას სწავლობს.