ცნობილი ბელგიელი სიურრეალისტი მხატვრის, რენე მაგრიტის ნამუშევარი სინათლის იმპერია 19 ნოემბერს ნიუ-იორკში Christie's-ის აუქციონზე 121 მილიონზე მეტ დოლარად გაიყიდა, რითაც აქამდე რეკორდულ 95 მილიონ დოლარს გადააჭარბა და სიურრეალისტურ მხატვრობის რეკორდი მოხსნა.

ეს კონკრეტული ნახატი მაგრიტის იგივე სახელწოდების  27 ნამუშევარს შორის ზომაში ყველაზე დიდია. როგორც წერს CNN, 1954 წელს შექმნილი ტილო მე-20 საუკუნის ხელოვნების ექსპერტებისთვის თავისი მასშტაბებით, ხელუხლებელი მდგომარეობით და დახვეწილი დეტალებით არის ცნობილი.

აუქციონზე ასევე წარმოდგენილი იყო სხვა თანამედროვე ცნობილი მხატვრების ნახატები, მათ შორის, ედ რუშასა და მაქს ერნსტის. აუქციონის სახლმა ნამუშევარი აღწერა, როგორც მისი ყოფილი მფლობელის, მიკა ერტეგუნის კოლექციის "გვირგვინის მარგალიტი". აუქციონზე ასევე იყო წარმოდგენილი გარდაცვლილი ამერიკელი ინტერიერის დიზაინერის კოლექციის სხვა ექსპონატებიც.