ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში ქართველო ოპოზიციონერი ლიდერებისთვის საქართველო გენერალური პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებების სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.
"ქართული ოცნების“ რეჟიმი სასოწარკვეთილია და აგრესიულად იქცევა. ყველა, ვისაც ეს ყალბი შეთითხნილი ბრალდებები აქვს წაყენებული, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ევროპის გმირია“, – წერს იუკნევიჩიენე.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთობლივად ჩატარებული გამოძიებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების, კერძოდ საბოტაჟის, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ
The GD regime is lashing out in total desperation.
— Rasa Juknevičienė (@RJukneviciene) November 6, 2025
Those facing these fabricated charges are heroes not only of Georgia but of all Europe!@Zourabichvili_S @EPP https://t.co/wXFX1J6PO1








