ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა, თავისი 16 წლის ვაჟი ადამ კადიროვი ვლადიმერ პუტინის სახელობის რუსეთის სპეციალური დანიშნულების ძალების უნივერსიტეტის კურატორად დანიშნა. ინფორმაციას თავად ჩეჩნეთის ლიდერი საკუთარ Telegram არხში ავრცელებს:
"ძვირფასი ძმის, უნივერსიტეტის ხელმძღვანელის, ბაიბეტარ ვაიხანოვის თხოვნით, მივიღე ადამ კადიროვის კურატორად დანიშვნის გადაწყვეტილება. ის კარგად იცნობს ამ დაწესებულების საქმიანობას და მიმაჩნია, რომ დაკისრებულ მოვალეობებს შესანიშნავად შეასრულებს", - წერს კადიროვი.