რამზან კადიროვის 18 წლის შვილი, ახმატ კადიროვი ჩეჩნეთის ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად დანიშნეს და რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო [რამზანის მამის,  ახმატ კადიროვის სახელობის] მიანიჭეს - ინფორმაციას ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერი მაგომედ დაუდოვი ავრცელებს, რომელმაც უმცროს კადიროვს ბაბუამისის სახელობის  ორდენი პირადად გადასცა.

აქამდე ახმატ კადიროვს ჩეჩნეთის ფიზიკური კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.