რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თვლის, რომ უკრაინა რუსეთის ფედერაციის "ისტორიულ ტერიტორიებზე" მდებარეობს. ეს განცხადება პუტინმა ე.წ. "სამხედრო კორესპონდეტებთან" შეხვედრაზე გააკეთა.
"რატომ უნდა იცხოვრონ მათ ჩვენ ხარჯზე, ჩვენს ისტორიულ ტერიტორიებზე? და თუ მათ სურთ ჩვენს ისტორიულ ტერიტორიებზე ცხოვრება, მაშინ თავიანთ პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე ისე მოახდინონ ზეგავლენა, რომ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა დამყარდეს, რომ ჩვენ ამ ტერიტორიებიდან არავინ არ დაგვემუქროს, ეს არის პრობლემა!" - თქვა მან.
პუტინისთვის კიდევ უფრო აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ნატო რუსეთის "ისტორიულ ტერიტორიებზე" შესვლას ცდილობს.
"გიჟები არიან, არა?" - წამოიძახა მან.
პუტინმა ისევ დაამახინჯა ისტორია. მან თქვა, რომ უკრაინა, სავარაუდოდ, მხოლოდ 1922 წელს გაჩნდა, მას შემდეგ, რაც ლენინმა "ერთგვარი შიშის გამო" მას "რუსული მიწები" გადასცა.