უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენაზე ოცნებობს, ამიტომ ის ახლა ცდილობს გაანადგუროს უკრაინული იდენტობა, ხოლო შემდეგ კი ბელარუსს დაუპირისპირდება.
„საბჭოთა კავშირის აღდგენა. ეს არის მისი [პუტინის] ცხოვრებისეული მიზანი. ამის მიღწევა დიპლომატიური გზით შეუძლებელია, ამიტომ მან გამოიყენა ყველა სახის შანტაჟი, ენერგეტიკის იარაღად გამოყენება და მსგავსი. ძირითადად წარუმატებლად. შემდეგ მან გადაწყვიტა გამხდარიყო აშკარა აგრესორი. მან მოკლა და აწამა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, აიღო ატომური ელექტროსადგური და ბირთვული კატასტროფით იმუქრებოდა.
პუტინი უკვე თითქმის ორი წელია თავს არიდებს ჩემთან სატელეფონო საუბარსაც კი. მიზეზი მხოლოდ ერთია. მას არაფერი აქვს სათქმელი. სიმართლე ჩვენკენაა და მას არაფერი აქვს სათქმელი სიმართლის წინაშე.
პუტინის შემდეგი სამიზნე ბელარუსია. ის მეტალურგიულად შთანთქავს ბელარუსს. ცხადია, დღევანდელი პუტინი სრულიად განსხვავებული პიროვნებაა, ვიდრე ადრე იყო. ძნელია პუტინთან საუბარი მანამ, სანამ ის თავის ჯარს მთლიანად არ გაიყვანს უკრაინიდან“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.