„პროგრესული სლოვაკეთის“ ლიდერის, მიხაილ შიმეჩკას თქმით, სამთავრობო კოალიციამ ჩაშალა რიგგარეშე სხდომა, რომელზეც მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადება უნდა განხილულიყო.

„სწორედ ამიტომ გამოიგონეს საიდუმლო მოხსენება და საიდუმლო შეხვედრა. ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ ფარსში. ჩვენ ვტოვებთ და ვიწვევთ სხვა შეხვედრას“, – ამბობს შიმეჩკი და აღნიშნავს იმასაც, რომ პარლამენტის ისტორიაში მსგავსი რამ არ მომხდარა.

„პროგრესული სლოვაკეთის“ ლიდერის თქმით, ნათელი გახდა, რომ კოალიციას ეშინია საკუთარი წარუმატებლობების შესახებ დებატების.

შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთის პარლამენტში რობერტ ფიცოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე დებატების დროს, ფიცომ მოითხოვა დისკუსიის დახურულ კარს მიღმა გადატანა, რასაც მოყვა უკმაყოფილება ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან.

თარგმანი: პირველი არხი