"ვაგნერის" ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ის, სავარაუდოდ, ბახმუტში თავისი მებრძოლების პოზიციებს რამზან კადიროვის მებრძოლებს გადასცემს. ამის შესახებ პრიგოჟინის პრესსამსახური წერს.
"მადლობას ვუხდი რამზან ახმატის ძეს, რომ დამეთანხმა, დიდი ალბათობით, ჰქონდა შესაძლებლობა მოეპოვებინა ყველა საჭირო რესურსი და დამდგარიყო ბახმუტში ჩვენს პოზიციებზე.
მე უკვე ვუკავშირდები მის წარმომადგენლებს, რათა სასწრაფოდ დავიწყო პოზიციების გადაცემა და 10 მაისს, 00.00 საათზე, ზუსტად იმ მომენტში, როცა ჩვენი გათვლებით, სრულად ამოვწურავთ ჩვენს საბრძოლო პოტენციალს, თანამებრძოლებმა დაიკავონ ჩვენი ადგილი და გააგრძელონ შეტევა ბახმუტის დასახლებაში." - აცხადებს პრიგოჟინი.
მისი თქმით, სავარაუდოდ ბახმუტში, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ, "ორ კვადრატულ კილომეტრზე ცოტა მეტი" დარჩა.