ჩვკ ვაგნერის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის განსაზღვრული ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელშიც დახოცილი ვაგნერელების ფონზე სერგეი შოიგუს და ვალერი გერასიმოვს საარტილერიო ჭურვებს სთხოვს.
"აი ეს დახოცილები ჩვკ ვაგნერის ბიჭები არიან, რომლებიც დღეს მოკლეს, მათი სისხლი ჯერ კიდევ თბილია. ახლა კი მომისმინეთ ბ****ო! ესენი ვიღაცის მამები და ვიღაცის შვილები არიან. და იმ ბ****ს, რომლებიც ჩვენ არ გვაძლევენ საბრძოლო მასალას, მათ ძვლებს ჯოჯოხეთში შეხრავენ. ჩვენ საბრძოლო მასალების უკმარისობა გვაქვს, 70%-ით. შოიგუ, გერასიმოვ სად არის საბრძოლო მასალა. შეხედეთ ამ ცხედრებს თქვე ბ****ბო",- ამბობს პრიგოჟინი.