კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ აფრიკაში იმყოფება, სადაც "აფრიკელთა ბედნიერებისთვის და სამართლიანობისთვის იბრძვის". პრიგოჟინმა შესაბამისი ვიდეო მიმართვა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
"ყველაფერი ისეა, როგორც ჩვენ გვიყვარს. ვაგნერი ატარებს სადაზვერვო-სამძებრო მოქმედებებს. ვაგნერი ქმნის რუსეთს კიდევ უფრო დიადს ყველა კონტინენტზე, ხოლო აფრიკას - კიდევ უფრო თავისუფალს. სამართლიანობა და ბედნიერება აფრიკელი ხალხის. ვანადგურებთ ISIS-ის, ალ-კაიდას და სხვა დაჯგუფებებს", - ამბობს პრიგოჟინი.