ევგენი პრიგოჟინის თქმით, მისი მებრძოლები არ მოაწერენ ხელს სავალდებულო კონტრაქტს, რის გაკეთებასაც თავდაცვის სამინისტრო ყველა მოხალისეთა დანაყოფს ავალდებულებს.
შესაბამისი დადგენილება სერგეი შოიგუს უწყებამ გუშინ, 10 ივნისს მიიღო - ამ დადგენილების მიხედვით მოხალისეთა ყველა დანაყოფს ავალდებულებს, რუსეთის კანონმდებლობით ვაგნერი სწორედ მოხალისეთა დანაყოფად მიიჩნევა.
შოიგუს უწყებაში ამბობენ, რომ ეს აუცილებელია ყველა საბრძოლო დანაყოფის ლეგალური სტატუსისა და ჯარისკაცების სოციალური უზრუნველყოფისთვის.
თავის მხრივ, პრიგოჟინი ამბობს, რომ ეს აქტი მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებზე ვრცელდება და ვაგნერის ჯარისკაცები არ მოაწერენ ხელს კონტრაქტს.
"ვაგნერი ათანხმებს თავის მოქმედებებს გენერლებთან მარჯვნივ და მარცხნივ, ქვედანაყოფების მეთაურებთან. ჩვენ გვაქვს გამოცდილება და წარმოვადგენთ მაღალი ეფექტურობის სტრუქტურას. სამწუხაროდ საბრძოლო დანაყოფების უმრავლესობა არ არის ასეთი ეფექტური, სწორედ იმიტომ, რომ შოიგუს არ შეუძლია ნორმალურად მართოს ჯარები",- განაცხადა პრიგოჟინმა.