რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა დღეს განაცხადა, რომ ქალაქ ბახმუტიდან საბრძოლო ქვედანაყოფების გაყვანა დაიწყო.
"ქვედანაყოფების ძირითადი ნაწილი ზურგის ბანაკებში 1 ივნისამდე გადაინაცვლებს, პოზიციებს სამხედროებს გადასცემს და თუ მათ გაუჭირდებათ, ქალაქში დარჩებიან ისინი, ვინც ბახმუტის დაპყრობაში ძირითადი როლი შეასრულა", – აცხადებს პრიგოჟინი.
22 მაისს პრიგოჟინმა განაცხადა, რომ "ვაგნერის" მებრძოლები ბახმუტს 25 მაისიდან 1 ივნისამდე პერიოდში დატოვებდნენ.