პორტუგალიის პრეზიდენტი მარსელო რებელო დე სოუზა კიევში ჩავიდა. ეს მისი პირველი ვიზიტია უკრაინაში. როგორც იუწყებიან, ვიზიტი ორ დღეს გასტანს.
მისი თქმით, ყველაფერი, რაც დღეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია უკრაინის ცხოვრებაში, ასეთივე მნიშვნელობისაა პორტუგალიისთვისაც.
მან ასევე განაცხადა, რომ ხუთშაბათს მიიღებს მონაწილეობას უკრაინის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში და მიაჩნია, რომ "ეს წელი კიდევ უფრო განსაკუთრებულია", რადგან სხვა ქვეყნების წარმომადგენლები უერთდებიან დღესასწაულს და უკრაინის კონტრშეტევა გრძელდება, რაც „მისი სუვერენიტეტის დადასტურებაა“.
ის ეწვია ბუჩას, სადაც რუსების უკან დახევის შემდეგ ასობით მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.