პოლონეთმა, ნორვეგიამ, კანადამ და ესპანეთმა შეძლეს უკრაინისთვის Leopard 2A4-ის ტანკების ბატალიონის დაკომპლექტება. სატანკო კოალიციას ფინეთიც შეუერთდა. ამის შესახებ, პოლონური Dziennik Gazeta Prawna წერს.
"ვისაუბრეთ Leopard 2-ის ტანკების დონორთა კოალიციაზე. მინდა ვთქვა, რომ დავასრულეთ Leopard 2A4-ების ბატალიონის დაკომპლექტება, ეს იყო მისია, რომელიც ჩემს თავს დავუსახე და შევასრულე. პოლონეთი 14 Leopard 2-ის ტანკით შევუერთდით, ნორვეგია - 8, კანადა - 4 და ესპანეთი 4-6 ტანკით. ფინეთი ასევე მიიღებს მონაწილეობას ამ პროექტში, როგორც ჯავშანსატანკო ბატალიონისთვის ტანკების დონორი." - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ.
მან აღნიშნა, რომ უკრაინული ეკიპაჟები ამჟამად პოლონეთში გადიან წვრთნას Leopard 2-ის ტანკებზე, ასევე კანადელი და ნორვეგიელი ინსტრუქტორების მონაწილეობით.
შეგახსენებთ, რომ ადრე პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა რამშტაინის ფორმატში შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინას გერმანული წარმოების Leopard 2-ის ტანკებს რვა ქვეყანა მიაწვდის.
გარდა ამისა, შეერთებული შტატები და ჩეხეთი დამატებით უკრაინას T-72-ებს გადასცემენ, რომელიც უკვე მიიღეს პოლონეთიდან.