ამერიკულ-რუსული შეთანხმება მშვიდობის დამყარების საუკეთესო შანსია, უნგრეთი მიესალმება ორ პრეზიდენტს შორის შეხვედრას, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, დღეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილ შეხვედრის წინ არსებულ პოლიტიკურ გარემოებებზე რუსეთის ვიცე-პრემიერ დენის მანტუროვს ესაუბრა.

„საუბრისას კიდევ ერთხელ დავადასტურე უნგრეთის პოზიცია: ომის ბედი არა ბრძოლის ველზე, არამედ მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყდება. ამ კვირაში ყველას ყურადღება ალასკისკენაა მიმართული, რადგან აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლოა, უკრაინაში ომის დასრულებისკენ გადამწყვეტი ნაბიჯი იყოს“, – წერს სიიარტო.

სიიარტომ აღნიშნავს, რომ უნგრეთი ყოველთვის გამოდიოდა ცეცხლის შეწყვეტის, სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და დიპლომატიური არხების გახსნის მოწოდებით, მაშინაც კი, როდესაც, მისი თქმით, ამის გამო ევროპელი და აშშ-ის ყოფილი ლიდერები ესხმიან თავს.

„სამწუხაროდ, ევროკავშირის ომის მომხრე პოლიტიკოსები პარასკევამდე ყველა დღეს იყენებენ მშვიდობისკენ მიმავალი გზის ძირის გამოთხრისა და ტრამპ-პუტინის შეხვედრის საბოტაჟისთვის. უნგრეთს სურს, რომ შეხვედრა წარმატებული იყოს, უზრუნველყოფს ყველა საჭირო მხარდაჭერას და ყველაფერს გააკეთებს, რათა თავიდან აიცილოს მისი დაბლოკვის ან საბოტაჟის მცდელობები“, – წერს სიიარტო.

თარგმანი: პირველი არხი