უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის გასვლას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ დაწერა.
"უნგრეთის პარლამენტმა ხმა მისცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლას. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ უარს ვამბობთ, ვიყოთ პოლიტიზებული ინსტიტუტის ნაწილი, რომელმაც დაკარგა მიუკერძოებლობა და სანდოობა", – წერს პიტერ სიარტო.
The Hungarian Parliament just voted to withdraw from the @IntlCrimCourt. With this decision, we refuse to be part of a politicized institution that has lost its impartiality and credibility. pic.twitter.com/C9dit8xaB8
— Péter Szijjártó (@FM_Szijjarto) April 29, 2025