უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ აშშ უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნისთვის გააკრიტიკა.
სიარტომ თქმით, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებამ "ახალი რეალობა შექმნა, რომელშიც ხალხი მშვიდობას მოითხოვს", ნაცვლად იმისა, რასაც უნგრეთი რუსეთთან ომის ესკალაციად მიიჩნევს.
"ომის მომხრე ძირითადმა ნაკადმა წამოიწყო საბოლოო, სასოწარკვეთილი თავდასხმა ახალ რეალობაზე". - წერს სიარტო Facebook-ზე: "მათი ბოლო სასოწარკვეთილი მცდელობით, ეს ომის მომხრე ძალები არც კი ცდილობენ, თავი აარიდონ ყველაზე უარესს: უკრაინაში ომის გლობალურ მასშტაბზე გაფართოებას".
ცნობისთვის, New York Times-მა ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას პირველად დართო ნება, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იერიშებისთვის აშშ-ს მიერ მიწოდებული შორი რადიუსის რაკეტები, როგორიცაა ATACMS-ები, გამოიყენოს.