ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დაპირებისამებრ ყველაფერს აკეთებს მშვიდობის მისაღწევად, ხოლო ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი არ ნიშნავს უკრაინის ღალატს. ამის შესახებ ჰეგსეთმა ბრიუსელში NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ჰეგსეთის თქმით, არცერთ ქვეყანას არ გამოუვლენია აშშ-ს მეტი ერთგულება და თანმიმდევრულობა უკრაინის დახმარების საქმეში.
"ეს არ არის ღალატი. ეს არის აღიარება, რომ შეერთებული შტატები და მთელი მსოფლიო დაინტერესებულები არიან და ინვერსიტირებულები არიან მშვიდობაში. მშვიდობაში მოლაპარაკებების გზით, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა. ტრამპი ამბობდა, რომ აუცილებელია მკვლელობების შეჩერება, ამისთვის კი აუცილებელია ორივე მხარემ აღიაროს რეალობა, რომლის აღიარებაც არ სურთ."