საგანგაშო ცნობები მოვისმინეთ დაკავებულთა ოჯახებისგან, თუ საქართველო ამჟამინდელ გზაზე დარჩება, ის რისკი ქვეშ დააყენებს თავის მომავალს ევროკავშირში და გერმანიასთან ურთიერთობებს გააუარესებს,- ამბობს საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი.

ელჩი ხაზს უსვამს, რომ შეფასებას საქართველოს მეგობრობის გამო აკეთებს, დავალებებს მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან იღებს და არა გამოგონილი "დიფ სთეითისგან".

"საგანგაშო ცნობები მოვისმინეთ დაკავებულთა ოჯახებისგან. თუ საქართველო ამჟამინდელ გზაზე დარჩება, ის რისკი ქვეშ დააყენებს თავის მომავალს ევროკავშირში და გერმანიასთან ურთიერთობებს გააუარესებს. ამ გულწრფელ შეფასებას საქართველოსადმი პატივისცემისა და მეგობრობის გამო ვიძლევი, რაც ყველამ იცის ჩემგან და კარგად დოკუმენტირებულია…

ცხადად რომ ვთქვა: გერმანიის მთავრობაზე 39 წელია ვმუშაობ და დავალებებს მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ვიღებ - არა რაიმე გამოგონილი "დიფ სთეითისგან", - წერს ფიშერი პლატფორმა X-ზე.