"ევროკავშირი იმეორებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი", - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებას აზიარებს.
"7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დაწყებიდან 16 წელი გავიდა. ევროკავშირი იმეორებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", – წერს პეტერ ფიშერი.