დმიტრი პესკოვი აშშ-ს მიერ უკრაინისთვის Abrams-ის ტიპის ტანკების შესაძლო გადაცემას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამერიკული ტანკები სხვა ტანკებთან ერთად დაიწვება.
"ტექნოლოგიურ ასპექტში ეს ჩაფლავებისთვის განწირული გეგმაა და რაც მთავარია ეს არის იმ პოტენციალის გაზვიადება, რასაც ამერიკული ტანკები თითქოს უკრაინის არმიას შემატებს",- თქვა პესკოვმა.
მეტიც, კრემლის პრესსპიკერის თქმით, მის შეფასებებს სამხედრო ექსპერტებიც იზიარებენ, თუმცა მათი ვინაობა არ დააკონკრეტა.
დმიტრი პესკოვი გერმანიის მხრიდან Leopard-ის ტიპის ტანკების გადაცემის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა - "ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, ასეთი შეიარაღების გადაცემა პრინციპულად ვერაფერს შეცვლის, მაგრამ შემატებს პრობლემებს უკრაინას და უკრაინელ ხალხს".