ესპანეთის პრემიერმინისტრის, პედრო სანჩესის თქმით, ევროპის დასავლეთში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა, სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

"ჩვენ ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერ კიდევ არ გვაქვს.

ვთხოვ მოქალაქეებს, როგორც ამას წარსული კრიზისების დროს შვებოდნენ, მოიპოვონ ინფორმაცია მხოლოდ ოფიციალური წყაროებიდან.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანზე – ჩვენს სახლებში ელექტროენერგიის აღდგენაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება".

სანჩესმა ასევე აღნიშნა, რომ ესპანეთის ენერგეტიკული კომპანია Red Electra ელექტროენერგიის მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღდგენაზე მუშაობს.