პარიზში რუსეთის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ საფრანგეთის დედაქალაქის პროკურატურამ განაცხადა

40 წლის კაცი ეჭვმიტანილია „უცხო სახელმწიფოს ინტერესებით სადაზვერვო საქმიანობაში საფრანგეთში საომარი მოქმედებების გაჩაღების მიზნით“. რუსეთის მოქალაქს ბრალი წაუყენეს. იუწყებს გამოცემა Le Parisien.

ეჭვმიტანილის ბინაში ჩხრეკისას „იპოვეს სამხილები, რომ ის ამზადებდა პრორუსულ ოპერაციას საფრანგეთში ვიტარების დესტაბილიზაციისთვის ოლიმპიური თამაშების დროს“, - თქვა გამოცემის წყარომ.

სხვა წყარომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს შეიძლება იყოს „მასშტაბური პროექტი“, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს „სერიოზული“ შედეგები.

გამოძიებას საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი უსაფრთხოების გენერალური დირექტორატი აწარმოებს - ანუ კონტრდაზვერვა და არა კონტრტერორისტული სააგენტო, განმარტავს Le Parisien.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში,  კაცს 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.