ამის შესახებ გერმანული სააგენტო tagesschau წერს
კანცლერ ოლაფ შოლცს სურს შეინარჩუნოს კავშირი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. მას ომის დაწყების შემდეგაც ესაუბრა. ”მე ვაპირებ ამის გაკეთებას მალე,” - თქვა მან ნიურნბერგში ევანგელიკური ეკლესიის 38-ე კონგრესზე. შოლცის თქმით, „სამართლიანი მშვიდობის“ წინაპირობაა რუსეთის ჯარების გაყვანა, - წერს tagesschau.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ოლაფ შოლცის სურვილს ირონიულად ეხმიანება: „ნუთუ შოლცი მზადაა მოჰყვეს, ვინ ააფეთქა „ჩრდილოეთის ნაკადი"?"
კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა კი შოლცის სურვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს არ აქვს გეგმაში გერმანიის კანცლერთან საუბარი.
„რია ნოვოსტის" თანახმად, ჟურნალისტებმა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანს ჰკითხეს, იყო თუ არა მოსკოვთან საუბრის მოთხოვნა ბერლინიდან.
„არა. ჯერ არა", - უპასუხა პესკოვმა.