ნიუ-იორკ ტაიმსი" წერს, რომ ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურის მოხსნის საკითხს განიხილავს
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ თავის ახლო გარემოცვაში მყოფ პირთან გაკეთებული განცხადების თანახმად, მან იცის, რომ შესაძლოა ვერ შეძლოს იყოს პრეზიდენტობის კანდიდატი, თუ გასულ კვირას ჩაგდებული დებატების შემდეგ ვერ შეძლებს საზოგადოებაში მისდამი რწმენის შენარჩუნებას, - წერს „ნიუ-იორკ ტაიმსი".
პრეზიდენტმა, რომელიც კვლავ აქტიურად იბრძვის მისი ხელახალი ვადით არჩევისთვის, იცის, რომ მან კარგად უნდა წარმართოს ამ დღეებისთვის დაგეგმილი რამდენიმე ღონისძიება, განსაკუთრებით, ინტერვიუ ჯორჯ სტეფანოპულოსთან (ABC News) და შემდეგ შეაჩეროს კამპანია პენსილვანიასა და ვისკონსინში, - ამბობს ჯო ბაიდენთან დაახლოებული პირი.
თეთრმა სახლმა „ნიუ-იორკ ტაიმსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მცდარი უწოდა.